Tuesday, April 24, 2012

ცეკვა

არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა.


ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სცენური ცეკვა – ბალეტი.

პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.

ბიბლიოგრაფია : სათაური ცეკვა ხანჯლებით
ავტორი: კალანდაძე ალექსანდრე
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?
მუსიკა..სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდებანოტი (მუსიკა) (ჯერ არაა დაწერილი)">სანოტო ჩაწერით<და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრ ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.
მხატვრობა
რენესანსი ანუ აღორძინება დასავლეთ ევროპის კულტურის და ხელოვნების აყვავების ეპოქაა, რომელიც XIV-XVI საუკუნეებში პირველად იტალიაში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.რენესანსის,ისევე როგორც ანტიკური ეპოქის ხელოვნებაში, მთავარი ადამიანის ფიზიკური სილამაზის და შინაგანი ძალის წარმოჩენა იყო.
აღორძინების პერიოდს თავისი ტიპიური ნიშნები ახასიათებს:კომპოზიცია–სიმეტრიულია და გეომეტრიული ფიგურების პრინციპითაა აგბული;ფორმა–მოცულობითი და რეალისტურია;იგრძნობა ჰარმონია და შინაგანი სიმშვიდე;პერსპექტივის კანონები დაცულია.
ეს იყო ტიტანთა ეპოქა,ლეონარდო,რაფაელი და მიქელანჯელო სწორუპოვარი სამეულია.მათ ნაწარმოებში განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული აღორძინების ეპოქის ხელოვნების ნიმუშები თავის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნებით.

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს,იტალიის პატარო სოფელ ვინჩში.იგი საოცარი სილამაზით ,იშვიათი ძალღონით და გონებამახვილობით გამოირჩეოდა.ლეონარდო შესანიშნავი მხატვარი,გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი იყო.შექმნა საბრძოლო და საფრენი აპარატების ესკიზები,გამოიგონა პარაშუტი. ლეონარდო იშვიათად ასრულებდა საქმეს, ამიტომ ათასობით დაწყებული ჩანახატიდან რამდენიმე დასრულებული ქმნილებაა შემორჩენილი.
ლეონარდომ 67 წლის ასაკში მიიძინა 1519 წელს.
მისი მნიშვნელოვანი შედევრებია:მონა ლიზა ჯოკონდა;საიდუმლო სერობა;ხარება;მადონა ბენუა და სხვა.
რაფაელი სანტი დაიბადა 1483 წელს 6 აპრილს იტალიის ქალაქ ურბინოში.მას ხატვა მამამ ჯოვანი სანტიმ ასწავლა და პატარაობიდან ხატავდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა უამრავი შედევრი დაგვიტოვა.დიდი მიღწევები ჰქონდა არქიტექტურაშიც.პაპის დავალებით მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები.რაფაელი ხატავდა მადონებს,მაგრამ სიქსტეს მადონამ სხვა მადონები დაჩრდილა.იგი პორტრეტების უზადო ოსტატი იყო.
1520წლის 6 აპრილს ავადმყოფობის გამო 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.მილიონობით ადამიანი ჩერდება რაფაელის სურათების წინ და ივსება მიწიწებით.
მისი მნიშვნელოვანი ნახატებია ათენის სკოლა,სიქსტეს მადონა,მადონა ჩიტბატონათი, მადონა მწვანეზე და სხვა მრავალი.

მიქელანჯელო დაიბადა 1475 წელს 6 მარტს ქალაქ კაპრეზეში ფლორენციაში.მიქელანჯელო ბუონაროტი პირველია მხატვრობაში,ხუროთმოძღვრებაში , ქანდაკების ხელოვნებაში,არქიტექტურაში და წერდა ბრწყვინვალე ლექსებს.
მან შექმნა სამი ათასამდე სახე,მაგრამ არასდროს გაუმეორებია.მიქელანჯელო 25 წლის იყო როდესაც მარმარილოსაგან ''პიეტა'' (ქრისტეს დატირება) შექმნა.მოხატა ვატიკანის სიქსტეს კაპელას ჭერი და კედლები,რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველებზე.შექმნა ბიბლიური დავითის 5მეტრიანი  მარმარილოს ქანდაკება.იგი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის არქიტექტორი.მიქელანჯელომ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.იგი გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს.მისი ნეშტი ანდერძის თანახმად ,ფარულად წაასვენეს რომიდან და დაკრძალეს სამშობლოში.

ფოტოგრაფია ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φωτο და γραφία), მგრძნობიარე მასალაზე, როგორიცაა ფირი ან ელექტრონული სენსორი, მყარი ან მოძრავი სურათების შექმნის პროცესი და ხელოვნება. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში. კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა. ისტორია ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი. ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო. თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში). დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ.სკოტ-არჩერის მიერ 1851 ე.წ. სველკოლოიდური პროცესის გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა.შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით. 1871 ინგლისელმა რ.მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცხლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი – ქაღალდისა და აფსკის ფუძეშრეზე (ფოტოქარალდი, ფოტოფირი (1887)). ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება. თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.
კულტურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვებაში და სამყაროს განვითრებაში. კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტებია: მუსიკა, ფოტოგრაფია,ცეკვა და მხატვრობა. ამ ოთხ ასპექტს წარვადგენ ბლოგზე, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტები. ამჯერად მხოლოდ ამ ოთხი კულტურული ასპექტით შემოვიფარლები და შევეცდები საინტერესოდ წარმოვადგინო ეს მაშტაბური თემები.