რენესანსი ანუ აღორძინება დასავლეთ ევროპის კულტურის და ხელოვნების აყვავების ეპოქაა, რომელიც XIV-XVI საუკუნეებში პირველად იტალიაში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.რენესანსის,ისევე როგორც ანტიკური ეპოქის ხელოვნებაში, მთავარი ადამიანის ფიზიკური სილამაზის და შინაგანი ძალის წარმოჩენა იყო.
აღორძინების პერიოდს თავისი ტიპიური ნიშნები ახასიათებს:კომპოზიცია–სიმეტრიულია და გეომეტრიული ფიგურების პრინციპითაა აგბული;ფორმა–მოცულობითი და რეალისტურია;იგრძნობა ჰარმონია და შინაგანი სიმშვიდე;პერსპექტივის კანონები დაცულია.
ეს იყო ტიტანთა ეპოქა,ლეონარდო,რაფაელი და მიქელანჯელო სწორუპოვარი სამეულია.მათ ნაწარმოებში განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული აღორძინების ეპოქის ხელოვნების ნიმუშები თავის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნებით.
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს,იტალიის პატარო სოფელ ვინჩში.იგი საოცარი სილამაზით ,იშვიათი ძალღონით და გონებამახვილობით გამოირჩეოდა.ლეონარდო შესანიშნავი მხატვარი,გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი იყო.შექმნა საბრძოლო და საფრენი აპარატების ესკიზები,გამოიგონა პარაშუტი. ლეონარდო იშვიათად ასრულებდა საქმეს, ამიტომ ათასობით დაწყებული ჩანახატიდან რამდენიმე დასრულებული ქმნილებაა შემორჩენილი.
ლეონარდომ 67 წლის ასაკში მიიძინა 1519 წელს.
მისი მნიშვნელოვანი შედევრებია:მონა ლიზა ჯოკონდა;საიდუმლო სერობა;ხარება;მადონა ბენუა და სხვა.
რაფაელი სანტი დაიბადა 1483 წელს 6 აპრილს იტალიის ქალაქ ურბინოში.მას ხატვა მამამ ჯოვანი სანტიმ ასწავლა და პატარაობიდან ხატავდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა უამრავი შედევრი დაგვიტოვა.დიდი მიღწევები ჰქონდა არქიტექტურაშიც.პაპის დავალებით მოხატა ვატიკანის სასახლის დარბაზები.რაფაელი ხატავდა მადონებს,მაგრამ სიქსტეს მადონამ სხვა მადონები დაჩრდილა.იგი პორტრეტების უზადო ოსტატი იყო.1520წლის 6 აპრილს ავადმყოფობის გამო 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.მილიონობით ადამიანი ჩერდება რაფაელის სურათების წინ და ივსება მიწიწებით.
მისი მნიშვნელოვანი ნახატებია ათენის სკოლა,სიქსტეს მადონა,მადონა ჩიტბატონათი, მადონა მწვანეზე და სხვა მრავალი.
მიქელანჯელო დაიბადა 1475 წელს 6 მარტს ქალაქ კაპრეზეში ფლორენციაში.მიქელანჯელო ბუონაროტი პირველია მხატვრობაში,ხუროთმოძღვრებაში , ქანდაკების ხელოვნებაში,არქიტექტურაში და წერდა ბრწყვინვალე ლექსებს.
მან შექმნა სამი ათასამდე სახე,მაგრამ არასდროს გაუმეორებია.მიქელანჯელო 25 წლის იყო როდესაც მარმარილოსაგან ''პიეტა'' (ქრისტეს დატირება) შექმნა.მოხატა ვატიკანის სიქსტეს კაპელას ჭერი და კედლები,რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველებზე.შექმნა ბიბლიური დავითის 5მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება.იგი იყო წმინდა პეტრეს ტაძრის არქიტექტორი.მიქელანჯელომ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა.იგი გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს.მისი ნეშტი ანდერძის თანახმად ,ფარულად წაასვენეს რომიდან და დაკრძალეს სამშობლოში.
No comments:
Post a Comment